08 ივნისი 2024,   14:06
ვრცლად
საქართველოს მთავრობა იმერეთში მიმდინარე და განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ვიდეორგოლს ავრცელებს

საქართველოს მთავრობა იმერეთის რეგიონში მიმდინარე და განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ვიდეორგოლს ავრცელებს.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით:

აშენდა 55 ბაღი, რეაბილიტირდა − 184, ამჟამად მიმდინარეობს 7-ის მშენებლობა, 9 ბაღის რეაბილიტაცია;

აშენდა 19 სკოლა, რეაბილიტირდა − 235, ამჟამად მიმდინარეობს 6 სკოლის მშენებლობა, 16-ის რეაბილიტაცია;

დაიგო 1659.6 კილომეტრი გზა, რეაბილიტირდა — 1456.84 კილომეტრი, ამჟამად მიმდინარეობს 153.86 კილომეტრი გზის რეაბილიტაცია;

აშენდა და სრულად რეაბილიტირდა 230 ხიდი, ხიდ-ბოგირი, მიმდინარეობს 14 ხიდის მშენებლობა;

განხორციელდა წყალმომარაგებისა და წყალარინების 421 პროექტი, ამჟამად მიმდინარეობს − 22;

გაზიფიცირდა 212 სოფელი და 59131 აბონენტს მიეცა ქსელზე დაერთების შესაძლებლობა;

მოეწყო და რეაბილიტირდა 311 სკვერი, ამჟამად მიმდინარეობს 19-ის მოწყობა;

მოეწყო 356 სპორტული ინფრასტრუქტურა, ამჟამად მიმდინარეობს − 30;

აშენდა და რეაბილიტირდა 69 კულტურის ობიექტი, ამჟამად მიმდინარეობს − 6.

დღის ამბები