06 ივლისი 2024,   01:40
ვრცლად
ეთნიკურად აზერბაიჯანელ სტუდენტებსა და მოსწავლეებს პროკურატურის საქმიანობა გააცნეს - გამოითქვა მზაობა ნაადრევი ქორწინების შესახებ ერთობლივი საინფორმაციო შეხვედრების გასამართად

საქართველოს გენერალური პროკურატურისა და ორგანიზაციის „წითელი ხიდი“ ორგანიზებით, გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებმა, სამოქალაქო განვითარების სკოლის ეთნიკურად აზერბაიჯანელ სტუდენტებთან და მოსწავლეებთან პროკურორისა და პროკურატურის საქმიანობის თემატიკაზე საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე პროკურატურის წარმომადგენლებმა სტუმრებს  ინფორმაცია მიაწოდეს პროკურორის ფუნქციებზე: გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობაზე,  სისხლის სამართლის დევნასა და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერაზე. ასევე საუბარი შეეხო პროკურორთა სპეციალიზაციას.

საინფორმაციო შეხვედრაზე პროკურატურის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს პროკურატურის სტაჟირების კონკურსსა და მის ეტაპებზე.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. სტუდენტებმა და მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო თემებზე შეკითხვები დასვეს, რაზეც პროკურატურის წარმომადგენლებისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.

პროკურატურის წარმომადგენლებმა სტუმრებს მადლობა გადაუხადეს აღნიშნული თემით დაინტერესებისთვის. თავის მხრივ, სტუმრებმა შეხვედრის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე სამოქალაქო განვითარების სკოლის სტუდენტებმა და მოსწავლეებმა  სამომავლო თანამშრომლობის მზაობაც გამოთქვეს, ნაადრევი ქორწინების საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრების ერთობლივად გამართვის თაობაზე.

დღის ამბები