ხანძარი თელავის მუნიციპალიტეტში - ცეცხლი სოფლების - ლეჩურისა და ფშაველის მიმდებარედ, ტყის ქვედა საფარს ეკიდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე იყო გავრცელებული. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები იყვნენ შესაბამისი სამსახურები.