22 თებერვალი 2024,   23:47
ვრცლად
"თქვენი ხმა ევროპას" - ეს არის ჩვენი ერთობლივი გზა, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს უმასპინძლა. ისინი ხელმოწერების კამპანიას “ჩვენი ხმა ევროპას“ შეუერთდნენ.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოს ჯანდაცვის სფეროში ევროპული სტანდარტები სჭირდება.

"თქვენი ხმა ევროპას" - ეს არის ჩვენი ერთობლივი გზა, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები არიან ჩვენი საზოგადოების ის ნაწილი, რომლებიც კარგად აცნობიერებენ, თუ რამდენად სჭირდება ჩვენს ქვეყანას ევროპა, ყველაზე კარგად აცნობიერებს, თუ რამდენად სჭირდება ჩვენს ქვეყანას ევროპა. დარწმუნებული ვარ, რომ უფრო წარმატებული და უფრო ძლიერი შეიძლება იყოთ და რაც უფრო ძლიერი იქნება ეს სფერო ამ ქვეყანაში, უფრო ძლიერი იქნება ეს ქვეყანა,“ - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

კამპანია 8 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით დაიწყო და, საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოთხოვნით, ევროკავშირის ლიდერებისადმი მიმართვას ითვალისწინებს.

დღის ამბები