06 ივლისი 2024,   01:11
ვრცლად
სამაიას ბაღი, ბარამიას, ბუკიას, ნიკოლაძის ქუჩებისა და რუხის თავშესაფარი - ზუგდიდში გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს

"მწვანე ბიუჯეტის" პროექტის ფარგლებში, ზუგდიდში გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს. სამაიას ბაღის, ბარამიას, ბუკიას, ნიკოლაძის ქუჩებისა და რუხის თავშესაფრის გამწვანების პროცესს ზუგდიდის მერი, საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრებთან ერთად გაეცნო.

პროექტი მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, მონაწილეობა მიიღონ მუნიციპალიტეტის გარე იერსახის მოწესრიგებასა და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნაში და თავად გადაწყვიტონ, რაში დაიხარჯება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ამ მიზნით გამოყოფილი თანხები.

დღის ამბები