05 ივლისი 2024,   22:12
ვრცლად
ტაილანდში ავარიას 14 ადამიანი ემსხვერპლა

სამხრეთ ტაილანდში, პრაჩუაპქირიქანის პროვინციაში, ორსართულიანი ავტობუსი გზიდან გადავარდა და ხეს შეეჯახა. შედეგად, დაიღუპა 14 და დაშავდა 32 ადამიანი, - ამის შესახებ BBC წერს.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს ავტოავარიის სიმძიმე - ხესთან შეჯახებისას, ავტობუსის წინა ნაწილი ორადაა გაგლეჯილი.

პირველადი ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლს ჩაეძინა. ის მძიმედ დაშავდა, თუმცა ცოცხალია. გამოძიება დაადგენს, იყო თუ არა კაცი ავტობუსის მართვისას ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ.

საგზაო შემთხვევების მაჩვენებლით, ტაილანდი მსოფლიოში ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა. მიზეზად გზებზე უსაფრთხოების დაბალ სტანდარტებს ასახელებენ.

დღის ამბები