06 ივლისი 2024,   01:28
ვრცლად
მეორე დღეა, თელავის მუნიციპალიტეტში ტყის ხანძარს ებრძვიან - ცეცხლის ქრობის სამუშაოებს რელიეფი ართულებს

თელავის მუნიციპალიტეტში, სოფლების - ლეჩურისა და ფშაველის მიმდებარედ, მეორე დღეა, ტყის ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია. ხანძრის ქრობის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარებს.

შეინიშნება ცეცხლის რამდენიმე კერა. არის ძლიერი დაკვამლიანებაც.

ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი საკმაოდ დიდ ტერიტორიაზეა გავრცელებული. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები არიან შესაბამისი სამსახურები.

ცეცხლის ქრობის პროცესს რთული რელიეფი ართულებს. მეხანძრე-მაშველები სპეციალური მძიმე ტექნიკით შესვლას ვერ ახერხებენ.

დღის ამბები