05 ივლისი 2024,   22:17
ვრცლად
ომის მეორე ეტაპი რთული იქნება - ისრაელის მთავრობის სპიკერი

ისრაელის მთავრობის პრესსპიკერის განცხადებით, ჩრდილოეთ ღაზაში, "ჰამასის" სამხედრო პუნქტებზე კონტროლი მიღწეულია. მისი თქმით, ქვეყანა ომის შემდეგ ეტაპზე გადადის.

"ახლა ჩვენ [ომის] მეორე ეტაპზე გადავდივართ, რომელიც, სამხედრო თვალსაზრისით, რთული იქნება“, - განაცხადა ეილონ ლევიმ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, მოსალოდნელი რთული ბრძოლის მიუხედავად, ისრაელი კონსტრუქციულობისთვის მზადაა და ეცდება, ხელი შეუწყოს, რომ ღაზის მშვიდობიან მოქალაქეებზე მიყენებული ზიანი მინიმალური იყოს.

დღის ამბები