06 ივლისი 2024,   00:39
ვრცლად
გრიგოლეთი-ქობულეთის მაგისტრალური გზის ახალი, 6-კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა

გრიგოლეთი-ქობულეთის მაგისტრალური გზის ახალი, 6-კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა.

გრიგოლეთი-ქობულეთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტი მოიცავს 14 კილომეტრიანი, 4 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 22 სახიდე გადასასვლელის, 4 სატრანსპორტო კვანძის, წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას. სამუშაოები გრძელდება.

დარჩენილ 3-კილომეტრიან მაგისტრალურ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 2024 წელს გაიხსნება. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკთან გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება. მისი ღირებულება 228 მილიონ ლარს შეადგენს.

დღის ამბები