27 ივლისი 2024,   04:38
ვრცლად
უნგრეთი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას მტკიცედ უჭერს მხარს, მნიშვნელოვანი პოზიციები ჟღერდება და ფიქსირდება უნგრეთის მხრიდან - მაკა ბოჭორიშვილი

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა უნგრეთში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, უნგრეთში ვიზიტი საქართველოსთვის მნიშვნელოვანია. ამასთან, როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, უნგრეთი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე მტკიცედ უჭერს მხარს.

"უნგრეთი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას მტკიცედ უჭერს მხარს, მნიშვნელოვანი პოზიციები ჟღერდება და ფიქსირდება უნგრეთის მხრიდან. მნიშვნელოვანია, რომ ის მხარდაჭერა, რაც აქამდე იყო გაჟღერებული უნგრული მხრიდან, ასევე გაგრძელდეს საქართველოსთან მიმართებაში. შეხვედრები გვექნება ევროკავშირის საქმეთა სამინისტროსთან, ასევე პარლამენტის მნიშვნელოვანი თანამდებობის პირებთან, რომლებსაც უკავშირდება უშუალოდ ევროკავშირის საბჭოში პოზიციების შემუშავება, დაფიქსირება და გაჟღერება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირის საბჭომდე ერთი კვირით ადრე ეს ვიზიტი," - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

დღეიდან პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ვიზიტი დაიწყო.

დღის ამბები