27 ივლისი 2024,   03:34
ვრცლად
საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე მცირე დრო რჩება - ვინ ჩაერთვება ევროკომისიის 9 დათქმის შესრულების პროცესში ოპოზიიციდან

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე დარჩენილ მცირე დროში ევროკომისიის 9 დათქმის შესრულება პოლიტიკურ სპექტრში მსჯელობის ერთ-ერთი მთავარი საკითხია. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ "ქართული ოცნება" პრიორიტეტების შესრულებას უზრუნველყოფს, თუმცა ამ პროცესში ოპოზიციის როლს სკეპტიკურად უყურებენ.

ოპოზიცია თანხმდება, რომ ევროკომისიის 9 რეკომენდაციის შესრულება აუცილებელია, თუმცა ამის განხორციელების სხვადასხვა გზებზე საუბრობენ. პარტია "ლელოში" თვლიან, რომ სამუშაო ჯგუფებში მათი წინადადებები უნდა გაითვალისწინონ. "გირჩი" კი მიიჩნევს, რომ პროცესში წინაპირობების გარეშე უნდა ჩაერთონ.

მხოლოდ საკომიტეტო და სასესიო ფორმატში მუშაობაა მისაღები "სტრატეგია აღმაშენებლისთვის" და სამუშაო ჯგუფებში ჩართვაზე უარს ამბობენ. საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ "ნაციონალურ მოძრაობაში".

ოპოზიციის ნაწილის დამოკიდებულებას საპარლამენტო უმრავლესობა ქვეყნის ევროპული მომავლის ხელის შეშლის მცდელობას უწოდებს. მმართველ ძალაში მიაჩნიათ, რომ ოპონენტების ის ნაწილი, ვინც არც 12 რეკომენდაციის შესრულებაში მონაწილეობდა, პოზიციას არ შეცვლის და პროცესის საბოტაჟს გააგრძელებს.

დათქმასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სამოქმედო გეგმა ევროკომისიას უკვე ჩაბარდა. დოკუმენტში დეტალურადაა გაწერილი რეკომენდაციების შესრულების ხედვა, პასუხისმგებელი უწყებები და ვადები.

დღის ამბები