06 ივლისი 2024,   00:28
ვრცლად
"დაფინანსების საკითხზე უთანხმოების გამო, ზელენსკიმ ამერიკელ სენატორებთან ონლაინ ბრიფინგი გააუქმა" - BBC

შეერთებული შტატების მიერ უკრაინის დაფინანსების საკითხის ჩიხში შესვლის გამო, ზელენსკიმ ამერიკელ კანონმდებლებთან ონლაინ ბრიფინგზე უარი თქვა. ვირტუალური გამოსვლები ბოლო მომენტში გაუქმდა, - ამის შესახებ BBC წერს.

„ზელენსკი ვერ შემოუერთდა ჩვენს ბრიფინგს. ბოლო წუთს, რაღაც მოხდა", - განაცხადა "დემოკრატმა" სენატორმა.

ონლაინ ჩართვის გაუქმებას წინ უძღოდა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრიი ერმაკის განცხადება, რომ, თუ აშშ-ის სენატი უკრაინისთვის მეტ სამხედრო დახმარებას არ დაამტკიცებს, უკრაინა რუსეთთან ომის წაგების საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.

დღის ამბები