08 ივნისი 2024,   19:55
ვრცლად
პრეზიდენტმა შოვში დაღუპული დავით ბერიაშვილი და და-ძმა ყარალაშვილები ღირსების მედლით დააჯილდოვა

კამპანიის "ჩვენი ხმა ევროპას" ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში მოხალისეებს უმასპინძლა.

პრეზიდენტმა, მოხალისეობის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისთვის, ღირსების მედლით დააჯილდოვა „ცოდნის კაფეს“ თანაშემქმნელები და მოხალისეები - დავით ბერიაშვილი და და-ძმა გიორგი და სოფი ყარალაშვილები, რომლებიც შოვის ტრაგედიას ემსხვერპლნენ.

"ნებაყოფლობით მოხალისეობა - ეს არის მოქალაქეობის ნამდვილი გამოვლენა. თქვენ წარმოადგენთ ძალიან დიდ ძალას, რომელსაც ვერავინ ვერ შეაკავებს იმიტომ, რომ ეს არის თავისუფალი ძალა. თქვენ ხართ ევროპა იმიტომ, რომ ევროპა ეს არის - თავისუფლება, თავისუფალი ინიციატივა, თავისუფალი გაგემა იმის, თუ რა სჭირდება თქვენს ირგვლივ საზოგადოებასა და ქვეყანას", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

დღის ამბები