10 ივნისი 2026,   10:43
ვრცლად
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს - ფარცხმში ასფალტის ახალი საფარი დაიგო

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ფარცხმის ადმინისტრაციულ ერთეულში, ხანის მიმართულებით, თითქმის 2-კილომეტრიან მონაკვეთზე, ასფალტის ახალი საფარი დაიგო, სრულად შეიცვალა სანიაღვრე სისტემაც.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფარგლებში დაფინანსდა და პროექტის ღირებულება ნახევარ მილიონს აჭარბებს.

დღის ამბები