ხობში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" საკრებულოს 11 წევრიდან 10-მა პარტია დატოვა. პარტიიდან წავიდა კიდევ 18 ადამიანი.
ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ია ჯიშკარიანმა, თანაგუნდელებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განმარტა, რომ ფრაქციას სახელს გადაარქმევენ, თუმცა, მანდატების დატოვებას არ აპირებენ. ჯიშკარიანმა ასევე თქვა, რომ ცენტრალურ ოფისს ფულადი დავალიანებაც აქვს.
ყოფილი "ნაციონალები" "ქართული ოცნების" წინააღმდეგ ბრძოლას ნიკა მელიას გვერდით აპირებენ. ისინი ოპოზიციურ პარტიაში არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობენ.