16 ნოემბერი 2024,   00:37
ვრცლად
ბრიუსელში, ელჩების დონეზე, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა მიმდინარეობს

ბრიუსელში, ელჩების დონეზე, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა მიმდინარეობს. შეხვედრას, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ესწრება. ნატოელი პარტნიორების წინაშე ქართული მხარე სიტყვით გამოდის. დელეგაცია დიპლომატებს აწვდის ბოლო ინფორმაციას, როგორ მიმდინარეობს რეფორმების იმპლემენტაცია საქართველოში და იმ ვალდებულებების შესრულება, რომლებიც ნატოში გაწევრიანებისთვის არის აუცილებელი. მხარეები ასევე განიხილავენ რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს.

მანამდე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრა გამართა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან, მირჩა ჯოანთან. მთავარი თემები ნატო-საქართველოს ურთიერთობები და უსაფრთხოების გამოწვევები იყო.

“გავაკეთეთ ერთგვარი შეჯამება გასული წლის განმავლობაში იმ სამუშაოების თაობაზე, პოლიტიკური თუ პრაქტიკული მიმართულების თაობაზე, რომელიც განხორციელდება და ბევრს ვსაუბრობთ დაგეგმილი ვაშინგტონის სამიტზე, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვინდა, მაქსიმალურად მოვიპოვოთ, ჩვენს ნატოელ კოლეგებთან შეთანხმებით, მეტი პოლიტიკური მხარდაჭერა მომავალი წევრობისა და, ამავე დროს, პრაქტიკული თანამშრომლობის თვალსაზრისით. ჩვენ უკვე ამის კარგი საფუძველი გვაქვს. მთავარი და უპრინციპულესი არის ის, რომ საქართველო მზად არის და უნდა გახდეს ნატო-ს წევრი.

გადაწყვეტილებას რაც შეეხება, ეს უკვე ნატო-ს მხარესაა, პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ველოდებით და ვფიქრობ, რომ ვაშინგტონის სამიტი კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობა იქნება იმისა, რომ ამგვარი მხარდაჭერა მოვიპოვოთ,“ - აცხადებს საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში ვიქტორ დოლიძე.

დღის ამბები