ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა დასრულდა. დახურულ კარს მიღმა, ალიანსის წევრი ქვეყნების ელჩებთან სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარე გამოვიდა. შალვა პაპუაშვილმა საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები განიხილა, ისაუბრა უკრაინის ომის დაწყების შემდეგ რეგიონში გაუარესებულ უსაფრთხოების გარემოზე.
პარტნიორებთან სპიკერმა აქცენტი გააკეთა იმაზ, რომ მსგავს პირობებში საქართველომ შეინარჩუნა სტაბილურობა და ეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქოლგის გარეშე მოახერხა.
დელეგაციამ ელჩებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია იმაზე, თუ რას აკეთებს ქვეყანა იმ რეფორმების შერულებისთვის, რაც ნატოში გაწევრიანებისთვის არის აუცილებელი.
„ჩვენმა ნატოელმა პარტნიორებმა ხაზგასმით აღნიშნეს, საქართველოს შთამბეჭდავი პროგრესი რეფორმების თვალსაზრისით და კიდევ ერთხელ მოიხსენია საქართველო, როგორც ჩემპიონი რეფორმების თვალსაზრისით. ის, რაც ჩვენი მხრიდან იყო ნათქვამი და ჩვენ ვიყავით ძალიან პირდაპირები და პრინციპულები, მომთხოვნებიც. ვთქვით, რომ აუცილებელი არის საქართველოს ნატო-ში გაწევრება და არ შეიძლება ამ გადაწყვეტილების გადადება ან გაჯანჯლება, ეს არის აუცილებელი. პირველ რიგში გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო არის ერთგული იმ ღირებულებების, რისი ერთგულიც არის ნატო და მისი მოკავშირეები,“ - აცხადებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია.