ისტორიაში პირველად, ქართველი მომღერალი ამერიკული მუსიკალური შოუს "The Voice" ნახევარფინალში გადავიდა. საგზურისთვის პროექტის 12 მონაწილე იბრძოდა, საბოლოოდ კი მათგან მხოლოდ 8 შეირჩა.
ნინი ბრეგვაძემ სასცენო სახელით "Nini Iris" ჟიურის და მაყურებლის აღფრთოვანება ინგლისური როკ-ჯგუფის, The cure-ს სიმღერით "Lovesong" შეძლო და შესაბამისად, ფინალში გასასვლელად იბრძოლებს. აისრულებს თუ არა ქართველი მომღერალი თავის ამერიკულ ოცნებას ბოლომდე და გახდება თუ არა ამერიკული The Voice-ს ფინალისტი, ეს 11 დეკემბერს გაირკვევა.