06 ივლისი 2024,   00:19
ვრცლად
ნევადის უნივერსიტეტის მთავარ კამპუსში სროლას 3 ადამიანი ემსხვერპლა

ლას-ვეგასში, ნევადის უნივერსიტეტის მთავარ კამპუსში სროლას, სულ მცირე, სამი ადამიანი ემსხვერპლა. კრიტიკულ მდგომარეობაშია ერთი დაშავებული.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, დამნაშავე, რომელმაც ცეცხლის გახსნა, სამართალდამცველებმა გაანეიტრალეს - მისი ვინაობა არ ხმაურდება. უცნობია თავდასხმის მოტივიც.

გამოძიების პროცესში გამოძიების ფედერალური ბიუროც ჩაერთო.

 

დღის ამბები