06 ივლისი 2024,   00:04
ვრცლად
თბილისის მთავარ ქუჩებზე საახალწლო ილუმინაციები მონტაჟდება, რომელიც 15 დეკემბერს, საახალწლო ნაძვის ხესთან ერთად აინთება

ქვეყანა ახალი წლის დადგომისთვის ემზადება. დედაქალაქის მთავარ ქუჩებზე მონტაჟდება საახალწლო ილუმინაციები, რომლებიც, რუსთაველის გამზირზე დადგმულ ნაძვის ხესთან ერთად, 15 დეკემბერს, საღამოს, 20:00 საათზე საზეიმოდ აინთება.

სპეციალურად ამ დღისთვის, მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენაც. მეორე დღეს, უკვე განათებულ ქალაქში, ორბელიანის მოედანსა და დედაენის ბაღთან საახალწლო სოფელი გაიხსნება; იქნება საციგურაო მოედანი, სამეწარმეო და აგრო ბაზარი, მუსიკალური საღამოები. დედაენის ბაღში პატარებს თოვლის ბაბუას სახლი, ელფების სახელოსნო და ატრაქციონების პარკი დახვდებათ.

საახალწლო სოფელი 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე, მუსიკალური საღამოთი დაიხურება.

დღის ამბები