27 ივლისი 2024,   03:58
ვრცლად
"ეტრუსკების სამყარო" - საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ახალი გამოფენა გაიხსნა

"ეტრუსკების სამყარო" - საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ახალი გამოფენა გაიხსნა. ადგილზე მისულ დამთვალიერებელს ფლორენციის, კიუზის და კიანჩანოს მუზეუმებიდან ძველი იტალიური კულტურისთვის დამახასიათებელი არტეფაქტების ნახვა შეუძლიათ.

ორგანიზატორების თქმით, ეტრუსკული სამყარო და კულტურა საზოგადოებაში აქტუალურობას დღესაც არ კარგავს.

გამოფენა იტალიის საელჩოს მხარდაჭერით იმართება.

დღის ამბები