საქართველოს მთავრობა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ვიდეორგოლს ავრცელებს.
მთავრობის ადმინისტრაციის მონაცემებით:
აშენდა 13 საბავშვო ბაღი, განხორციელდა საბავშვო ბაღების რეაბილიტაციის 40 პროექტი, მიმდინარეობს 5 ბაღის მშენებლობა და 2 ბაღის რეაბილიტაცია;
აშენდა 3 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, განხორციელდა სკოლების რეაბილიტაციის 60 პროექტი, მიმდინარეობს 6 სკოლის რეაბილიტაცია;
განხორციელდა საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის 520 პროექტი, დაიგო 630,135 კილომეტრი გზა. ამჟამად მიმდინარეობს 25 პროექტი - 40,6 კილომეტრი გზის რეაბილიტაცია;
აშენდა და სრულად რეაბილიტირდა 66 ხიდი, ხიდ-ბოგირი. მიმდინარეობს 10 ხიდის მშენებლობა-რეაბილიტაცია. განხორციელდა წყალმომარაგებისა და წყალარინების 368 პროექტი, მიმდინარეობს 7პროექტი;
გაზიფიცირდა 42 დასახლებული პუნქტი;
მოეწყო და რეაბილიტირდა 55 სკვერი. ამჟამად მიმდინარეობს 3 სკვერის მოწყობა;
მოეწყო და რეაბილიტირდა 105 სპორტული ინფრასტრუქტურული ობიექტი. ამჟამად მიმდინარეობს 12 სპორტული ინფრასტრუქტურული ობიექტის მოწყობა/რეაბილიტაცია;
განხორციელდა ნაპირსამაგრის მოწყობის 143 პროექტი. ამჟამად მიმდინარეობს 14 პროექტი.