16 ნოემბერი 2024,   00:36
ვრცლად
"გირჩმა" საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა - პროექტი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესის ცვლილებას ითვალისწინებს

"გირჩმა" საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა. პროექტი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესის ცვლილებას ითვალისწინებს.

სანდრო რაქვიაშვილის განცხადებით, დღეს მოქმედი წესით, პარტია, რომელიც პარლამენტის ბოლო არჩევნებში მიიღებს ამომრჩველთა ნამდვილი ხმების 1 პროცენტს, მიიღებს დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

"გირჩის" მიერ შეთავაზებული ცლილებებით კი, იმისთვის, რომ პარტიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება მიიღოს, საჭირო იქნება მან გადალახოს კონსტიუციით განსაზღვრული ბარიერი.

დღის ამბები