16 ნოემბერი 2024,   00:28
ვრცლად
უნგრეთი არის მოკავშირე, გარკვეულ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიციები ემთხვევა, საქართველოს მაჩვენებლები საკმაოდ შთამბეჭდავია და ამას უნგრეთში ითვალისწინებენ - გია ვოლსკი

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, უნგრეთი საქართველოს მოკავშირეა და მათი მთავარი გზავნილია, სრული ურთიერთგაგება საგარეო და საშინაო პოლიტიკის საკითხებზე.

ვოლსკის განმარტებით, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მაჩვენებლები ძალიან შთამბეჭდავია, რასაც უნგრეთში ითვალისწინებენ.

"მთავარი გზავნილი არის სრული ურთიერთგაგება საგარეო და საშინაო პოლიტიკის საკითხებზე, ევროკავშირთან მიმართებაში ჩვენს დამოკიდებულებაზე, რომელიც აბსოლუტურად პოზიტიურია და ევროკავშირის მხრიდანაც ველოდებით იგივე დამოკიდებულებას, ვინაიდან, ჩვენ რეალურად ვიმსახურებთ მაღალ სტატუსს ევროინტეგრაციის გზაზე. უნგრეთი არის მოკავშირე. გარკვეულ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიციები ემთხვევა, მაგრამ ამასთანავე არ დავივიწყოთ, რომ ევროკავშირი არის პოზიტიურად განწყობილი საქართველოს მიმართ და საქართველოს მაჩვენებლები საკმაოდ შთამბეჭდავია. ამ მაჩვენებლებს უნგრეთში ითვალისწინებენ და არც ის დაგვავიწყდეს, რომ უნგრეთსაც აქვს გარკვეული ინტერესები, სადაც საკუთარი პოზიციის დაფიქსირება უწევს ევროკავშირის ფორმატში", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

დღის ამბები