"ევროპული საქართველო" ვანის ორგანიზაციის წევრის კობა ძაგნიძის არასრულწლოვანის მიმართ იძულების ბრალდებით დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პარტია საქმის დეტალებში ერკვევა და მიღებული ინფორმაციის შესაბამისად იმოქმედებს.
"რამდენიმე საათის წინ შევიტყვეთ, რომ ევროპული საქართველოს ვანის ორგანიზაციის წევრი კობა ძაგნიძე არასრულწლოვანის მიმართ იძულების ბრალდებით დააკავეს.
ბრალდება მძიმეა, "ევროპული საქართველო" ერკვევა საქმის დეტალებში და ინფორმაციის შესაბამისად იმოქმედებს", - აღნიშნულია" ევროპული საქართველოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კობა ძაგნიძეს გამოძიება არასრულწლოვანი გოგონას მიმართ იძულებას ედავება. "კურიერის" ინფორმაციით, მან 16 წლის გოგონას ავტომობილი გაუჩერა და სახლში წაყვანა შესთავაზა, უარის მიღების შემდეგ კი, აიძულა მანქანაში ჩამჯდარიყო და ტელეფონის ნომერი მიეცა.
ამის შემდეგ, ურეკავდა მას და სოციალურ ქსელში კონტაქტსაც სთხოვდა. არასრულწლოვანმა პოლიციას თავად მიმართა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იძულებას გულისხმობს.