27 ივლისი 2024,   04:23
ვრცლად
უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, საქართველო ასრულებს ყველა საჭირო მოთხოვნებს - ევროპის კავშირის საქმეთა მინისტრის მოადგილე

ევროპის კავშირის საქმეთა მინისტრის მოადგილის ბარნას ჟიგმონდის განცხადებით, უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს. მისივე თქმით, დასავლეთ ბალკანეთისა და საქართველოს შემთხვევაში, შედეგები თვალსაჩინოა, ხოლო უკრაინის შემთხვევაში საჭიროა ახალი სტრატეგია:

"უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ საქართველოს, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ჩვენ საქართველოს დიდი მხარდამჭერი ვიყავით ადრეც და ახლაც ვფიქრობთ, რომ კანდიდატის სტატუსი დამსახურებაზე და არა მხოლოდ პოლიტიკურ განცხადებებზე უნდა იყოს დაფუძნებული. საქართველო ასრულებს ყველა საჭირო მოთხოვნებს. გვჯერა, რომ გადაწყვეტილების მიღების დროს, საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებენ. რაც შეეხება უკრაინის საკითხს, ეს ცალკე პროცესია, ამიტომ აღვნიშნე დამსახურებაზე დაფუძნების მნიშვნელობა. დასავლეთ ბალკანეთისა და საქართველოს შემთხვევაში, ჩვენ ვხედავთ შედეგებს. უკრაინის შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ, რომ გვჭირდება ახალი სტრატეგია, რადგან ეს ქვეყანა ომშია, გამარჯვების შემთხვევაშიც, ჩვენ არ შეგვიძლია ისეთი სისტემის შემუშავება, რომელიც თავსებადობაშია ევროპულ სამართლებრივ სისტემასთან," - აცხადებს ევროპის კავშირის საქმეთა მინისტრის მოადგილე ბარნას ჟიგმონდი.

დღის ამბები