უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. ორი ლიდერი პარიზში განიხილავს უკრაინის მხარდაჭერასა და ისრაელ-"ჰამასის" ომს, ასევე ევროკავშირთან დაკავშირებულ საკითხებს.
ემანუელ მაკრონის თქმით, მან ვიქტორ ორბანი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად მიიწვია.
მანამდე ორბანს სატელეფონო საუბარი ჰქონდა ესპანეთის პრემიერ-მინისტრთან, რა დროსაც თქვა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისგან თავი უნდა შეიკავონ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა, რომ ამ კვირაში უმაღლესი რადა კენჭს უყრის გადაწყვეტილებას, რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების სამზადისში. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ესაუბრა ესპანეთის პრემიერ-მინისტრს.
მოლდოვის პრემიერ-მინისტრის აზრით კი ევროკავშირმა, შესაძლოა, გადადოს გადაწყვეტილება მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ დეკემბრიდან 2024 წლის მარტამდე.
საბოლოო გადაწყვეტილებას წევრი ქვეყნების ლიდერები, სავარაუდოდ, 14-15 დეკემბერს დაგეგმილ სამიტზე მიიღებენ.