25 დეკემბერი 2024,   05:04
ვრცლად
ზუგდიდის მერიამ მძიმე სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საკვები პროდუქტების გაცემა დაიწყო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ მძიმე სოციალური და ეკონომიკური პირობების მქონე ოჯახებისთვის საკვები პროდუქტების გადაცემა დაიწყო. "სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფის" პროგრამით, ჯამში, 425 ბენეფიციარი ისარგებლებს.

პროდუქტების გაცემას მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური უზრუნველყოფს. პროდუქტის გაცემის პროცესს მონიტორინგი ზუგდიდის მერმა საკრებულოს წევრებთან ერთად გაუწია.

დღის ამბები