16 ნოემბერი 2024,   00:28
ვრცლად
"არც ერთს და არც მეორეს უკვე არანაირი პერსპექტივა არ ექნება, მათ შორის, შეიძლება, ოპოზიციაში მოხვედრისაც კი" - გურამ მაჭარაშვილი ორად გაყოფილ "ნაციონალურ მოძრაობაზე"

"არც ერთს და არც მეორეს უკვე არანაირი პერსპექტივა არ ექნება, მათ შორის, შეიძლება ოპოზიციაში მოხვედრისაც კი," - ეს განცხადებამა "ხალხის ძალის" წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ორად გაყოფილ "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებით გააკეთა.

"მოულოდნელად ჩამოკრა ხაბეიშვილისთვის უბედურების ზარმა და აცნობეს ამერიკაში, რომ მისი პარტია დაინგრა, მაგრამ, სამწუხაროდ, მელიამ გუშინვე დაუანონსა ხაბეიშვილს, რომ ამ ნანგრევებიდან ის შექმნის ახალ "ნაციონალურ მოძრაობას" რომელიც იქნება მომავლის და დღევანდელი, თქვა, რომ არის წარსული.

დადგა ის დრო სანეტარო, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ აუცილებლად დაინგრევა "ნაციონალური მოძრაობა". ახლა საუბარია იმაზე მელიას შექმნილი ახალი "ნაციონალური მოძრაობა" რა პერსპექტივით იქნება 2024 წლის არჩევნებზე და "ნაცმოძრაობის" ძველები რა პერსპექტივით წარდგებიან 2024 წლის არჩევნებზე. არცერთს და არც მეორეს უკვე არანაირი პერსპექტივა არ ექნება, მათ შორის, შეიძლება, ოპოზიციაში მოხვედრისაც კი," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები