"მისი წარსულიდან, მისი განცხადებებიდან და ქმედებებიდან გამომდინარე ნიკანორ მელიას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ პუფი და თუ ვინ ჩამოჯდება ახლა ამ პოლიტიკურ პუფზე, ამასაც მალე დაინახავს ჩვენი საზოგადოება" - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ნიკა მელიას მიერ "ნაციონალური მოძრაობის" დატოვების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, უპრინციპობის და უთავმოყვარეობის შემდეგ, რა სერიოზულ პოლიტიკურ განაცხადზე შეიძლება იყოს საუბარი.
"მას შემდეგ, რაც ის პრაქტიკულად გააგდეს "ნაციონალური მოძრაობიდან", თქვენ ხედავდით ამ თვეების განმავლობაში, როდესაც მას "ნაციონალური მოძრაობის" კარს უკეტავდნენ, როგორ ცდილობდა, რომ როგორმე გადამძვრალიყო ფანჯრიდან. მისი წარსულიდან, მისი განცხადებებიდან და ქმედებებიდან გამომდინარე ნიკანორ მელიას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ პუფი და თუ ვინ ჩამოჯდება ახლა ამ პოლიტიკურ პუფზე, ამასაც მალე დაინახავს ჩვენი საზოგადოება. უპრინციპობის და უთავმოყვარეობის შემდეგ, რა სერიოზულ პოლიტიკურ განაცხადზე შეიძლება იყოს საუბარი" - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.