05 ივლისი 2024,   23:53
ვრცლად
კახეთის მაგისტრალური გზის 4 კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა

კახეთის მაგისტრალური გზის 4 კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა. თბილისი-საგარეჯოს ჩქაროსნულ მაგისტრალზე, პირველი 4 კილომეტრიანი, 4 ზოლიანი მონაკვეთის მშენებლობა დასრულდა.

იქ ავტოტრანსპორტი უკვე მოძრაობს. ვაზიანის შემოვლითი გზა ქართულმა კომპანიამ ააშენა.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 64 მილიონ ლარამდეა. თბილისი-საგარეჯოს მაგისტრალური გზის დარჩენილი 31 კილომეტრის მშენებლობის დასრულება 2024 წელს იგეგმება.

 

დღის ამბები