პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ალუდა ღუდუშაური აცხადებს, რომ ლევან ხაბეიშვილი უბრალო პაიკია.
"ხაბეიშვილი არაფერს წარმოადგენს და მორიგი პაიკია, რომელიც კეზერაშვილის და სხვების მიერ არის იქ დასმული, სადაც არის. მელიას ჰქონდა პრობლემა იმ ადამიანებთან ვინც უარი უთხრა ძალაუფლების განაწილებაზე თუ გაყოფაზე. შესაბამისად, მას ამის მერე გაუჩნდა პროტესტი. ენმ-ში რაც ხდება, ნიკა მელიას განცხადებებიდან გამომდინარე, ეს არის ის ნაძარცვი ფული, რომელსაც ვერ იყოფენ,"- აცხადებს ღუდუშაური.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” წევრი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ხაბეიშვილს ამერიკაში ვიზიტი ძვირად დაუჯდა.
"ხაბეიშვილს ამერიკაში ერთი ვიზიტი ძალიან ძვირი დაუჯდა, პრაქტიკულად დაენგრა მაგ დროს პარტია. ერთი-ორი ასეთი "წარმატებული" ვიზიტი ამერიკაში და ხაბეიშვილი რომ ჩამოვა, მხოლოდ მძღოლი და ოფის მენეჯერი დარჩება ენმ-ში,"- გურამ მაჭარაშვილი.