03 მაისი 2024,   11:34
ვრცლად
საგარეო საქმეთა მინისტრი 11-12 დეკემბერს სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრება

საგარეო საქმეთა მინისტრი 11-12 დეკემბერს სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრება - ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ილია დარჩიაშვილი მონაწილეობას მიიღებს აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალში, სადაც განხილული იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში არსებული თანამშრომლობა, აქცენტი გაკეთდება 2022-2023 წლებში მიღწეულ შედეგებზე და სამომავლო პერსპექტივებზე.

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე, გამართავს შეხვედრებს ევროპელ კოლეგებთან და ევროკომისიის წარმომადგენლებთან.

დღის ამბები