05 ივლისი 2024,   22:30
ვრცლად
იტალიაში მატარებლების შეჯახების შედეგად 17 ადამიანი დაშავდა

იტალიაში მატარებლების შეჯახების შედეგად 17 ადამიანი დაშავდა. ინციდენტი ქალაქ ფაენცასა და ფორლის შორის სარკინიგზო ხაზზე მოხდა, მაშინ, როდესაც ორივე შემადგენლობა დაბალი სიჩქარით გადაადგილდებოდა.

ადგილობრივი მაშველების ინფორმაციით, მომხდარის გამო სარკინიგზო მოძრაობა დროებით შეჩერებული იყო. ავარიის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

დღის ამბები