22 დეკემბერი 2024,   16:17
ვრცლად
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.

მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორ ქვეყანას და ხალხს შორის არსებული მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები. მიმოიხილეს ტრანსპორტის, ენერგეტიკის, კულტურის, ხალხთაშორისი ურთიერთობების მიმართულებებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები და აქტივობები. ხაზი გაუსვეს საქართველოსა და აზერბაიჯანის პარლამენტების როლსა და მნიშვნელობას ორმხრივი კავშირების განმტკიცების საქმეში.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, ყარაბაღთან დაკავშირებული პროცესები და გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების შესაძლებლობები.

დღის ამბები