22 დეკემბერი 2024,   15:05
ვრცლად
რა თქმა უნდა ველი და იმედი მაქვს, რომ ამ კვირაში საქართველოსაც მიენიჭება კანდიდატის სტატუსი - ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი კრიშიანის კარინში იმედოვნებს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

მისი განცხადებით, "აშკარაა, რომ არა მხოლოდ ხალხს სურს ევროკავშირში გაწევრიანება, არამედ მთავრობაც ძალიან მკაფიო განზრახვაზე მიუთითებს".

"რა თქმა უნდა, ველი და იმედი მაქვს, რომ ამ კვირაში საქართველოსაც მიენიჭება კანდიდატის სტატუსი. მე ცოტა ხნის წინ შევხვდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და აშკარაა, რომ არა მხოლოდ ხალხს სურს ევროკავშირში გაწევრიანება, არამედ მთავრობაც ძალიან მკაფიო განზრახვაზე მიუთითებს - ეს ძალიან კარგია. ჩვენი მხრიდან, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს რეფორმების გზაზე.

დღის ამბები