16 ნოემბერი 2024,   00:45
ვრცლად
რასაც ვხედავთ „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლასთან დაკავშირებით, ესეც ხელოვნურად მართული პროცესია - ალუდა ღუდუშაური

პარტია "ნაციონალური მოძრაობიდან" პარტიის წევრების წასვლის საკითხს, მმართველი გუნდის წევრები აფასებენ და ხელოვნურად მართულ პროცესს უწოდებენ. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ალუდა ღუდუშაური აცხადებს, რომ თუ ამას ლოგიკურ ჯაჭვში ჩავსვამთ და დიდ სურათში შევხედავთ, მივიღებთ  მოცემულობას, რომ ყველა როლი განაწილებულია.

„ბოროტი ძალები, რომლებსაც ქვეყნის წინსვლა და პროგრესი ორგანულად ეზიზღებათ. ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ კრიზისს განიცდის და დაშლის პირას არის, ამაზე საუბარი არ არის, უბრალოდ მინდა ერთი რამ ვუთხრა ჩვენს საზოგადოებას - დღეს, რასაც ვხედავთ „ნაციონალური მოძრაობის“ ამ დაშლასთან დაკავშირებით, ესეც ხელოვნურად მართული პროცესია. ჩვენ თუ ამას ყველაფერს ლოგიკურ ჯაჭვში ჩავსვამთ და დიდ სურათში შევხედავთ, მივიღებთ შემდეგ მოცემულობას, რომ აქ ყველა როლები განაწილებულია,“ - აცხადებს ალუდა ღუდუშაური.

დღის ამბები