06 ივლისი 2024,   01:47
ვრცლად
საია "ტიკ-ტოკზე" გამოქვეყნებული ვიდეოს გამო, პირის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობას ევროპულ სასამართლოში ასაჩივრებს

საია "ტიკ-ტოკზე" გამოქვეყნებული ვიდეოს გამო, პირის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობას ევროპულ სასამართლოში ასაჩივრებს. ონლაინ სივრცეში ატვირთულ ვიდეოში მოქალაქე იგინება და შეურაცხყოფას აყენებს თბილისის მერიას.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ ის თბილისში არსებულ სატრანსპორტო დაგეგმარების პოლიტიკას აპროტესტებს და უხეშად მოიხსენიებს იმ პირებს, რომლებიც სატრანსპორტო საშუალებებისთვის გამოყოფილ ზოლში სამსახურებრივი მანქანებით, არასამსახურებრივი მიზნებისთვის გადაადგილდებიან.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ამ ვიდეოს გამო, მოქალაქე ირაკლი მილაძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე სცნო. 

დღის ამბები