27 ივლისი 2024,   03:39
ვრცლად
მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, აქტიურად საუბრობენ საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებზე და მიღებულ შედეგებზე - დარჩიაშვილი

მნიშვნელოვანი სამუშაო კვირა ბრიუსელში პოზიტიური გზავნილებით გაიხსნა. 14-15 დეკემბრის სამიტამდე, გაერთიანების პირველი დიპლომატები აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ გაფართოების პოლიტიკასა და საქართველოს პროგრესს პრიორიტეტების შესრულების გზაზე.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, ცოტა ხანში, აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალით გაგრძელდება, რომელსაც საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელიც დაესწრება. იქამდე ილია დარჩიაშვილი ორმხრივ შეხვედრებს მართავს.

როგორც დარჩიაშვილმა განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, აქტიურად საუბრობენ საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებზე და მიღებულ შედეგებზე. 

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როგორც ბატონი ბორელი, ისე პარტნიორი წვერი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, მათი ლიდერები, აქტიურად საუბრობენ საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებზე და შედეგებზე, რომლებიც ამ რეფორმების შესაბამისად მივიღეთ. ამიტომ, ეს არის ჩვენთვის ძლიერი სიგნალი, რომ მომავალშიც გავაგრძელოთ რეფორმები, რადგან ეს არის გარდაუვალი პროცესი და ევროპული ინტეგრაცია პირდაპირ კავშირშია განგრძობად რეფორმებთან. შესაბამისად, დღეს, რომ არავინ არ აყენებს ეჭვქვეშ საქართველოს მიერ მიღწეულ შედეგებს, ამ რეფორმების მიმართულებით, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა დარჩიაშვილმა.

დღის ამბები