28 თებერვალი 2024,   13:12
ვრცლად
მამუკა მდინარაძე NDI-ს კვლევაზე - თუკი 65%-დან ვერ მოაქვს მკვლევარს პასუხი, შეიძლება თუ არა, ასეთი კვლევა სანდოდ ჩავთვალოთ?!

იმდენად ალოგიკური რაღაცები ხდება ამ კვლევაში, რომ შეუძლებელია, სერიოზულად ილაპარაკო, იმის მიუხედავადაც კი, რომ პროპორცია, გარკვეულწილად, გარკვეულ რეალობას ემთხვევა. შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს იმ საველე სამუშაოს მიმართ ნდობა, რომელსაც ატარებს ორგანიზაცია, რომელიც ათეულობით 20 და 30%-ით ცდება რეალურ მონაცემებს ყოველთვის და არჩევნები აჩვენებს ამ ყველაფერს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ NDI-ის კვლევებთან დაკავშირებით განაცხადა.

მდინარაძის თქმით, თუკი 65%-დან ვერ მოაქვს მკვლევარს პასუხი, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ასეთი კვლევის სანდოდ ჩათვლა.

"დღეს ჩვენ გვქონდა შეხვედრა NDI-ის ადგილობრივ ხელმძღვანელებთან, ჩვენ გვქონდა დისკუსია მათთან არ დაგიმალავთ და გაგიხმოვანებთ ამ ამბავს. მინდა მათ მიმართ პატივისცემა დავაფიქსირო, თუმცა გაგიმხილოთ ჩვენი საუბრის გარკვეული დეტალები და ეს არ იქნება რაიმე შეთანხმების დარღვევა, იმიტომ რომ ასეთი შეთანხმება ჩვენ არ გვაქვს, ჩვენ თავისუფლად ვსაუბრობთ იმ დისკუსიის ფარგლებში, რა დისკუსიაც გვქონდა. თუ შევხედავთ NDI-ის კვლევით გახმოვანებულ მონაცემებს, რომელიც ველზე უზრუნველყო, ანუ საველე სამუშაოები ჩაატარა CRRC-მ, რომელიც ძალიან კარგად ვიცით ვისთან დაკავშირებული კომპანიაა არის. რადგან NDI კვლავ უკვეთს CRRC-ს, მიუხედავად ამდენი წლის განმავლობაში რამდენიმე ათეული პროცენტის ცდომილებისა, კი ბატონო ვიკამათოთ ამ ფარგლებში და ეს კამათი ჩვენი მხრიდან მოიცავს არგუმენტს, რომლის მიხედვითაც ერთი მხრივ, რაც არ უნდა აქაც გასაკვირი იყოს, თუ მხოლოდ იმ ნაწილს ავიღებთ ვინც პასუხი გასცა კითხვაზე, რომელია მისი ფავორიტი პარტია, აქ პროპორციის მიხედვით გამოდის ზუსტად იგივე მონაცემები, რაც იმედმა რამდენიმე დღის თუ კვირის წინ გამოაქვეყნა, GORBI-ს კვლევას ვგულისხმობ. ანუ თუკი 19% ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს და 16% ამბობს რომ დანარჩენს, ეს იმას ნიშნავს, რომ 55%-მდე ვინც დააფიქსირა პოზიცია ამბობს რომ „ქართული ოცნება“, დანარჩენი ამბობს დანარჩენ ოპოზიციას. ოღონდ ჩემთვის პირადად წარმოუდგენელია და თუ რომელიმე მაყურებელი ამას არ გაიზიარებს მისი საქმეა, მაგრამ გეტყვით მარტივ მონაცემს, თუკი 65% ამბობს, რომ ან არცერთ პარტიას არ უჭერს ხარს, ან არ უმხელს მკვლევარს, ვის უჭერს მხარს, ანუ 65%-დან ვერ მოაქვს მკვლევარს პასუხი, შეიძლება თუ არა ასეთი კვლევა სანდოდ ჩავთვალოთ?! პასუხი მარტივია და რაც გაიფიქრეთ ყველამ, იმავეს ვგულისხმობ რა თქმა უნდა მეც და გარდა ამისა სულ რომ იმ პროპორციას დავეყრდნოთ, რომელი პროპორციაც GORBI-ს კვლევის მონაცემებს დაემთხვა ერთი-ერთში 1%-იანი ცდომილების გარეშე უკვე ოპოზიციაში შიდა პროპორცია არის დარღვეული და გეტყვით აქაც მარტივ მონაცემს, თუკი 12 % აქვს დანარჩენ ოპოზიციას „ნაცმოძრაობის“ გარდა და „ნაცმოძრაობას“ 4%, ეს დაახლოებით ნიშნავს, რომ 35%-მდე აქვს ნაცმოძრაობის გარდა ოპოზიციას მხარდაჭერა. თუ შეგიძლიათ ვინმეს გაიფიქროთ, დამისახელოთ ის პარტიები, რომლებიც აიღებენ 35%-ს. აი ხომ წარმოუდგენელი ამბავია, რომ ახლა შეიკრიბოს „ლელო“, „გახარია“, „გირჩები“, ვიღაცები და ამათმა ერთად აიღონ 35 პროცენტი, მაშინ ყველას გადაულახავს 7-8%-იანი გარანტირებული მაჩვენებლით. შეიძლება ძალიან თავისუფლად გამოვსულიყავი და გვეთქვა, რომ იგივე თქვა რაც GORBI-მ თქვა, მხოლოდ და მხოლოდ პროპორციული დავარქვათ, პროპორციული ალოკაციის მიხედვით, რაშიც საბედნიეროდ ძალიან კარგად ვერკვევით ამ დეტალებში, მაგრამ იმდენად ალოგიკურია სხვა დანარჩენი, რომ 65%-მა საერთოდ არ გასცა პასუხი, რა გამოკითხვაა მაშინ თუ 65%-დან პასუხი ვერ მოგაქვს რაღას ატარებ იმ კვლევას.“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები