08 ივნისი 2024,   17:18
ვრცლად
ილია დარჩიაშვილი სუამის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დღეს, მონაწილეობას მიიღებს სუამის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 41-ე სხდომაში. სხდომას სუამის თავმჯდომარე ქვეყნის - უკრაინის წარმომადგენელი უხელმძღვანელებს.

მონაწილეები განიხილავენ უკრაინის თავმჯდომარეობის ფარგლებში სუამის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს და პოლიტიკური, საპარლამენტთაშორისო და სექტორული მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებს.

იქამდე, ბრიუსელმა აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალს უმასპინძლა. მასში მონაწილეობა 5 ქვეყნის პირველმა დიპლომატმა, მათ შორის, ილია დარჩიაშვილმა მიიღო. საგარეო საქმეთა მინისტრებმა დახურულ კარს მიღმა იმსჯელეს, როგორი მომავალი აქვს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტს მას შემდეგ, რაც უსაფრთხოების არქიტექტურა შეიცვალა - ბელორუსმა პროექტში მონაწილეობა შეაჩერა, ხოლო საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ გაფართოების კალათაში გადაინაცვლეს.

 

დღის ამბები