08 სექტემბერი 2024,   03:39
ვრცლად
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დუბაიში, გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციის ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრები გამართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დუბაიში, გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციის ფარგლებში, მინისტერიალებში მიიღო მონაწილეობა და ორმხრივი შეხვედრები გამართა.

ოთარ შამუგია სიტყვით გამოვიდა უკრაინის ორგანიზებით გამართულ მინისტერიალზე, რომელიც გარემოზე შეიარაღებული კონფლიქტების გავლენას მიეძღვნა. მონაწილეობა მიიღო იაპონიის გარემოს დაცვის მინისტრის მიერ ერთობლივი დაკრედიტების მექანიზმის თემაზე ჩატარებულ შეხვედრაში. მოლაპარაკებები გამართა გერმანელ, ჩეხ, აზერბაიჯანელ და უკრაინელ კოლეგებთან.  

„კლიმატის ცვლილება არის გამოწვევა დღეს მთელი მსოფლიოსთვის და წევრი ქვეყნები ყოველწლიურად კონფერენციის ფარგლებში მსჯელობენ და არის დისკუსიები იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ნეგატიური ზეგავლენის წინააღმდეგ საბრძოლველად.

საქართველო აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში. კონფერენციის ფარგლებში, ჩვენ გვქონდა ორმხრივი შეხვედრები კოლეგა მინისტრებთან და ვისაუბრეთ მათთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე. ასევე, მივაწოდეთ ინფორმაცია ქვეყანაში გარემოს დაცვითი კუთხით მიმდინარე რეფორმების შესახებ,“ - აცხადებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია.

დღის ამბები