05 ივლისი 2024,   23:34
ვრცლად
ხვალ, 05:00 საათზე გაირკვევა, გადავიდა თუ არა ამერიკული "ვოისის" ქართველი მონაწილე ნინი ბრეგვაძე ფინალში

ამერიკული "ვოისის" ფინალისტების გამოვლენამდე რამდენიმე საათი რჩება - ხვალ დილით, თბილისის დროით 05:00 საათზე, გაირკვევა, გადავიდა თუ არა ამერიკული "ვოისის" ქართველი მონაწილე ფინალში.

ნინი ბრეგვაძემ ამჯერად ბილი აილიშის ცნობილი სიმღერა შეასრულა. სოციალურ ქსელში ქართველი მონაწილის პერფორმანსს უკვე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბრმა კასტინგი, რინგი, ლაივი, ფლეიოფები - ეს ის რთული ეტაპებია, რაც ნინიმ კონკურსის ფარგლებში უკვე გადალახა.

"არ დამაღალატოთ, გადაიყვანეთ ნინი ფინალში" - მისი მწვრთნელი, ნაილ ჰორანი სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს.

დღის ამბები