15 ოქტომბერი 2024,   22:20
ვრცლად
სიცოცხლისთვის საშიში პიროტექნიკა - 10 წლის ბავშვი რეანომობილით თბილისში გადმოიყვანეს

პიროტექნიკის აფეთქების შედეგად დაზარალებულთა სტატისტიკას, გუშინ კიდევ ერთი ბავშვი დაემატა. 10 წლის ლუკა გოხიძემ საკუთარი სახლის ეზოში მცირე ზომის ასაფეთქებელი ისროლა, რომელიც იქვე მდგარ ბენზინით სავსე ჭურჭელში ჩავარდა და აფეთქდა. ბავშვი აფეთქების შედეგად მძიმედ დაშავდა და სხეულის დამწვრობა მიიღო, მისი მდგომარეობა იმდენად საგანგაშო იყო, რომ ის რეანომობილით თბილისის დამწვრობის ცენტრში გადმოიყვანეს. ლუკა კუხიძეს სხეულის 10% აქვს დამწვარი და დაზიანებული აქვს სასუნთქი გზები.

ქობულეთის რაიონის სოფელ მუხაესტატეში მცხოვრები მისი ოჯახი ამბობს, რომ ასაფეთქებელი ბავშვმა, სავარაუდოდ, ერთ-ერთ მაღაზიაში თავად იყიდა. მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვნებზე პიროტექნიკის მიყიდვა არ შეიძლება, მოქმედი რეგულაციები ყოველთვის ეფექტურად არ მუშაობს, სწორედ ამის გამო, პარტია "ლელო" პარლამენტს მისი აკრძალვის შესახებ საკუთარ კანონპროექტს სთავაზობს.

მმართველი ძალა კი ამბობს, რომ პრობლემა ამ კუთხით ნამდვილად არსებობს და პიროტექნიკის შესახებ რეგულაციებზე თავად აპირებს საკანონმდებლო პაკეტის მომზადებას.

პიროტექნიკა წინასაახალწლო დღეებში დახლებზე უკვე გამოჩნდა. საშიში პროდუქტების გამყიდველები დღეს "კურიერის" კამერებს ემალებოდნენ და შეკითხვებს გაურბოდნენ. ასაფეთქებელი საშუალებების გაყიდვის დარეგულირებას ხალხი ითხოვს.

პიროტექნიკის არასწორი გამოყენებით ყოველწლიურად ათობით ადამიანი ზარალდება.

დღის ამბები