18 ოქტომბერი 2024,   09:23
ვრცლად
ხონში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

ეროვნული სატყეო სააგენტოს იმერეთის სამსახურის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. ხონის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა სახელმწიფო ტყეში უკანონოდ მოჭრილი 5 კუბური მეტრი წიფელის სახეობის ხე-ტყე. სატვირთო ავტომობილი დაილუქა.

ბრაკონიერების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის ორგანოში გადაიგზავნება.

დღის ამბები