05 ივლისი 2024,   22:33
ვრცლად
ორბანის თქმით, ახლა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დასაწყებად შესაფერისი დრო არ არის

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა უკრაინაში არსებული უნგრული თემების ორგანიზაციას საპასუხო წერილი გაუგზავნა.

ვიქტორ ორბანის თქმით, ახლა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დასაწყებად შესაფერისი დრო არ არის, რადგან ევროკომისიამ ვერ შეძლო მისი სათანადოდ მომზადება დეკემბრის ევროსაბჭოს შეხვედრისთვის. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ უნგრეთის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა დაიცვას უკრაინაში უნგრული თემის უფლებები.

აღსანიშნავია, რომ მანამდე უნგრული თემის ლიდერებმა წერილით პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანსა და ევროსაბჭოს პრეზიდენტ - შარლ მიშელს თხოვნით მიმართეს, რათა მხარი დაეჭირათ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებისთვის.

შეგახსენებთ, რომ დღეს ვიქტორ ორბანი საპარლამენტო დებატებზე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ისაუბრებს და უნგრეთის პარლამენტს თავის პოზიციას განუმარტავს.

დღის ამბები