08 ივნისი 2024,   16:56
ვრცლად
აშშ-ის მთავრობას საქართველოსთან ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობის გრძელი ისტორია აკავშირებს, კვლავინდებურად გავაგრძელებთ ამ ძალისხმევების მხარდაჭერას - ალან პერსელი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობით, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 2024-2026 წლების ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) საფრთხეების შემცირების ეროვნული სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.

სხდომას, სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ალან პერსელი და საქართველოში ევროკავშირის შესაბამისი პროგრამების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

ალან პერსელის თქმით, აშშ-ს საქართველოსთან ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობის გრძელი ისტორია აკავშირებს.

"აშშ-ის მთავრობას საქართველოსთან ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობის გრძელი ისტორია აკავშირებს. ამ სფეროში დახმარება გაწეული აქვს აშშ-ის არაერთ უწყებას და, ამ თვალსაზრისით, არსებობს ძალიან მკაფიო ერთობლივი ინტერესი. ჩვენ კვლავინდებურად გავაგრძელებთ ამ ძალისხმევების მხარდაჭერას აღნიშნული საფრთხეებისგან ქართველი ხალხის დაცვის მიზნით," - აღნიშნა ალან პერსელიმ.

საბჭოს მომდევნო სხდომა 2024 წელს გაიმართება.

დღის ამბები