05 ივლისი 2024,   23:11
ვრცლად
კანადის მასშტაბით და მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ამანათებად დაგზავნილი საწამლავი - ონტარიოში 58 წლის კაცი დააკავეს

კანადის მასშტაბით და მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ამანათებად გაგზავნილი საწამლავი - ონტარიოში, 58 წლის კენეტ ლოუ დააკავეს. როგორც Reuters-ი წერს, ის ხალხს თვითმკვლელობაში ეხმარებოდა და ფოსტით ნატრიუმის ნიტრიტს უგზავნიდა. ლოუს მეორე ხარისხის მკვლელობის 14 საქმეზე წაუყენეს ბრალი.

გამოძიების ცნობით, ლოუს მსხვერპლთა ასაკი 16-დან 36 წლამდე იყო. კაცმა, მხოლოდ კანადაში, ნატრიუმის ნიტრიტის 160 შეკვრა გაგზავნა, ხოლო საზღვარგარეთ, 40-მდე ქვეყანაში (მათ შორის დიდ ბრიტანეთში, ახალ ზელანდიაში, საფრანგეთში, ირლანდიასა და გერმანიაში) საწამლავის დაახლოებით 1200 ამანათი.

"თუ ლოუს დანაშაული დაუმტკიცდება, ის კანადის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე უარეს მასობრივ მკვლელად შევა“, - წერს სააგენტო Reuters-ი.

დღის ამბები