უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრობის მოლაპარაკებების უკრაინასთან დაწყება, საშინელი შეცდომა იქნება, რომელიც უნგრეთმა თავიდან უნდა აიცილოს.
ამის შესახებ მან უნგრულ ონლაინ გამოცემა "მანდინერთან" ინტერვიუში განაცხადა. ვიქტორ ორბანი ამბობს, რომ უნგრეთი კვლავ იმ პოზიციაზეა, რომ ევროკავშირმა არ უნდა დაიწყოს უკრაინასთან წევრობის მოლაპარაკებები და, ამის ნაცვლად, სტრატეგიული პარტნიორობისკენ უნდა ისწრაფოდეს.
ორბანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეს საკითხი უნდა მოიხსნას ევროკავშირის სამიტის დღის წესრიგიდან, რადგან უნგრეთი მხარს არ დაუჭერს უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყებას.