08 ივნისი 2024,   20:27
ვრცლად
თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე ხანძარი მსხვერპლით დასრულდა - ბინაში ცეცხლის გაჩენის მიზეზს გამოძიება ადგენს

მსხვერპლი მოჰყვა თბილისში, ქავთარაძის 14 ნომერში გაჩენილ ხანძარს. ცეცხლი "დრიმ თაუნის" საცხოვრებელი კორპუსის, მე-20 სართულზე მდებარე ერთ-ერთ ბინას წაეკიდა.

მომხდარის დროს სახლში ერთი მამაკაცი იმყოფებოდა. ადგილზე მისულ მაშველებს ის დაღუპული დახვდა.

აალების მიზეზის დასადგენად მიმდინარეობს ძიება. სპეციალური სამსახურების წარმომადგენლები ხანძრის ადგილზე გვიანობამდე მუშაობდნენ.

დღის ამბები